Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
ყავის სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee" წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისისთვის პოზიციაზე: დიასახლისი

ადგილმდებარეობა: ავჭალა, სარაჯიშვილის 39

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური დალაგება (სამუშაო სივრცის, სამზარეულოსა და სველი წერტილების სისუფთავე);
** სანაგვე ურნების დაცლა და ტერიტორიის მოწესრიგება;
** ჰიგიენური საშუალებებისა და დასალაგებელი ინვენტარის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მომარაგების მოთხოვნა;
** დალაგების გრაფიკის დაცვა და ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 11:00 -17:00;
** ანაზღაურება: 1100 ლარი (დამატებით ბონუსით);
** შაბათ-კვირა დასვენება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, მეგობრულ გარემოს;
** სტაბილურ შემოსავალს.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით: 595 404 225;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე