|
დასახელება:
მოლარე / ბუღალტერი / ქოსთ კონტროლერი
|
| მომწოდებელი:
ენქიუ ჰოსპითალითი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
"ანბანის კოშკი" ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს მოლარის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტუმართა ხარისხიან მომსახურებას და სალარო ოპერაციების ზუსტ მართვას.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ანბანის კოშკი (თ. აბულაძის ქ. №4)
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება ანგარიშსწორების პროცესში;
** სალარო ოპერაციების მართვა და ზუსტი აღრიცხვა;
** ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;
** დღიური ანგარიშების მომზადება და ჩაბარება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობა, სისწრაფე და კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს გამოცდილ და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს / ქოსთ კონტროლერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ბუღალტრული და ფინანსური პროცესების მართვაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** F&B პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შესყიდვებთან/ხარჯვებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;
** დადგენილი წესით საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება მთავარი ბუღალტრისთვის;
** ბუღალტრული აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Office (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება (FINA ბუღალტერია, FINA კაფე-რესტორანი, FINA სასტუმრო);
** Micros / Opera-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №14
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.
|
|
|
|