Робота для біженців з України
კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ქეისების კუთხე
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "ქეისების კუთხე" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას მობილური ტელეფონის, აქსესუარების და წვრილი საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში

მისამართი: ქ. ქუთაისი, შარტავას N2

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე
** შედეგის მიხედვით — ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის (Facebook, Instagram, TikTok) კონტენტის დაგეგმვა და შექმნა;
** ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება —თავადაც გადაიღებ ასევე სხვებსაც ჩართავ (სტუდენტები, მშობლები, ლექტორები და ა.შ.);
** კრეატიული იდეების მოფიქრება და რეალიზება - მუდმივად უნდა გქონდეს იდეები და ინიციატივა იმის თუ რა გადაიღო;
** კონტენტის დამუშავება (ვიდეო, ფოტო, ტექსტი);
** კონტენტის ატვირთვა ჩვენს სოციალურ ქსელებში — Facebook, Instagram და TikTok.

ვის ვეძებთ:

** კომუნიკაბელურ, პოზიტიურ და კრეატიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ახალი იდეის მოფიქრება;
** რომელსაც უყვარს კამერასთან მუშაობა;
** იცის ვიდეო/ფოტოს გადაღება და დამუშავება;
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება კონტენტის შექმნაში (ვიდეოების გადაღება, დამუშავება.

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: casecorner52@gmail.com

ჩვენ პატივს ვცემთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე