|
დასახელება:
აღრიცხვ. და დებიტორული ვალების კონტროლის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ბორან ლაითი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვებისა და დებიტორული ვალების კონტროლის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: პირველი თვე, - 1500 ლარი, შემდეგი თვიდან - 1700 ლარი, შემდგომში ზრდის პერსპექტივით (2000 ლარი), კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე.
აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობის ქონა.
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
მოვალეობები:
** შედარების აქტის ხელმოწერები კლიენტებთან;
** კომპანიის აქტივების (სტენდების) აღწერა/კონტროლი მაღაზიებში;
** სასაქონლო მარაგების აღწერებში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნება;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shotajananashvili@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|