|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს გეგმების შესრულების ანალიზი;
** შემოსავლების და ხარჯების ანალიზი - შემოსავლების წყაროების, საპროცენტო მარჟების და ხარჯების დეტალური ანალიზი;
** ფინანსური მოდელების შემუშავება და სცენარების ანალიზი;
** მენეჯმენტთან რეპორტინგი - კვარტლური და წლიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საბანკო პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ფინანსური რისკების მიმართულებით;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|