|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სამი ძმა
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge .
ვაცხადებთ ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: წერეთლის N 49/51.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1500 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია საბუღალტრო პროგრამაში;
** საოპერაციო ხარჯების კლასიფიკაცია და დამუშავება;
** ბანკის დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორის კონტროლი;
** რს-ზე ფაქტურების ატვირთვა-მიღება.
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** RS-ში მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საბუღალტრო სფეროში;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "FMG"- ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 4 დეკემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე ბუღალტერი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|