Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679929&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SbmTeam
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კომპანია "SbmTeam" არის სპორტული ეკიპირების სფეროში წამყვანი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საცალო ქსელის, ასევე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით და ვთანამშრომლობთ სპორტულ კლუბებთან, აკადემიებთან, ფედერაციებთან, ორგანიზაციებთან და სკოლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც სპორტული ეკიპირება ხელმისაწვდომია ყველასთვის და ამ გზით შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას საქართველოში.

დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 4 ფილიალი თბილისში, ონლაინ პლატფორმა (sbmstore.ge) და კორპორატიული გაყიდვების მიმართულება. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან: JOMA, Kappa, Select, Uhlsport, Munichsports, და სხვ.

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ სპორტის სიყვარულს და სურთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ამ სფეროს განვითარებაში.

ვაკანსია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მზად არის ჩაერთოს სპორტული ინდუსტრიის განვითარებაში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სპორტულ კლუბებთან, ფედერაციებთან აკადემიებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობის განვითარება
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების ქსელის გაფართოება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** არსებული კლიენტების მომსახურება და ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმის შესრულება

მოთხოვნები:

** გამოცდილება B2B გაყიდვებში (აუცილებელია)
** სპორტის სფეროს ცოდნა (აუცილებელია)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალი უნარი
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირება
** ქართული ენა (სრულყოფილად), სასურველია ინგლისური (B2 დონე)
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)გამოყენების ცოდნა და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
** აუცილებელია უმაღლესი განათლება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა
** განვითარებად და საინტერესო სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, იყო მნიშვნელოვანი რგოლი წამყვანი სპორტული ბრენდების ზრდასა და პოპულარიზაციაში საქართველოში (JOMA, Kappa, Select და სხვა)
** რეალურ შედეგებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 19:მდე (შაბათი კვირა დასვენება)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, რამიშვილის 31 ა.
** კერძო ჯანრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი.
** ანაზღაურება 1500- 2500 ლარი

ეს პოზიცია მოითხოვს ადამიანს, რომელიც მზად არის ისწავლოს ყველაფერი ნულიდან, გაიგოს ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა და ეტაპობრივად აიღოს პასუხისმგებლობა კორპორატიული გაყიდვების სრულ ციკლზე.

ჩვენ ვასწავლით ყველაფერს თანმიმდევრულად, მაგრამ მნიშვნელოვანია შენი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და რეალური დაინტერესება ამ სფეროთი.

თუ ხარ მზად გახდე სპორტული ინდუსტრიის განვითარების ნაწილი და რეალურად გამოიყენო შენი ცოდნა და ენერგია გამოგვიგზავნე შენი CV ელ. ფოსტაზე: 015@sbm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია