|
დასახელება:
სამშენებლო ობიექტების ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.
"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს სამშენებლო ობიექტების ზედამხედველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა;
** სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი;
** შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა;
** ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსები (საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი 2025 წელი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|