Робота для біженців з України
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს მთავარი იურისტის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე ინიცირებისათვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დადგენილებების, განკარგულებების პროექტების მომზადება;
** სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა;
** სააგენტოს უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
** სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
** სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ვიზირება;
** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და ადმინისტრაციულ წარმოებების/საჩივრების განხილვებში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სახელმწიფო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს ინტერესების დაცვა;
** სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში ჩართულობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ან ზემდგომის ცალკეული დავალებების შესრულება.

განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) - იურიდიული მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

** იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კომპეტენცია;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარების უნარი;
** საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: hr@enterprise.gov.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე