Робота для біженців з України
პროდუქტის და ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის და ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: მეჯიქ როუდს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"მეჯიქ როუდზ ჯორჯია"-ს თბილისის ოფისში ვეძებთ ტურისტული პროდუქტის და ბიზნეს განვითარების მენეჯერს.

მეჯიქ როუდზ ჯორჯია საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის ადგილობრივი წარმომადგენლობაა, რომელიც შემომყვან ტურიზმზეა ორიენტირებული. ჰოლდინგი მეჯიქ თრეველსი 1985 წელს დაარსდა და დღესაც წარმატებით აგრძელებს ინდუსტრიაში მოღვაწეობას.

სამუშაოს აღწერა:

** პროდუქტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ბაზრის ანალიზისა და კლიენტების კვლევის საფუძველზე;
** პროდუქტის განვითარებაზე მუშაობა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად მიზნობრივი კამპანიების დაგეგმვა ახალი მომხმარებლების/პარტნიორების მოზიდვისთვის;
** პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებულ პარტნიორებთან ახალი სერვისების დანერგვა;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი.

კანდიდატის პროფილი:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** კრეატიულობა და შემოქმედებისუნარიანობა;
** სანიმუშო ორგანიზაციული უნარები;

რეზიუმეები გამომიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tamuna@magic-roads.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე