Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია ILARIA, პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს იურისტს და უფროს იურისტს. კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროა მოპოვება/წარმოება.

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან
სამუშაო ადგილი: თბილისი (საჭიროებისამებრ მივლინება იმერეთის რეგიონში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მხარდაჭერა (მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ურთიერთობები);
** კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ანალიზი (მათ შორის კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული ან გამავალი კორესპონდენცია და ა.შ.);
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის წარმომადგენლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებში;
** შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ანალიზი და აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** მონაწილეობა სასამართლო დავებში, ადმინისტრაციულ წარმოებებში ან აღნიშნული პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი - როგორც წერითი, ასევე ვერბალური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** პრაქტიკული დავალება
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "იურისტი ან უფროსი იურისტი"

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე