Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679806&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ცხადდება ვაკანსია კლინიკა "ჯერარსში" ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა - სამუშაო გარემოს მოწესრიგება, ოფისის საჭიროებებზე ზრუნვა (წყალი, ყავა, საკანცელარიო ნივთები და სხვა რესურსები).
** სტუმრების მიღება და შეხვედრების მომზადება - სტუმრების მიღება, შეხვედრების დარბაზის მომზადება, ყავისა და სასმელების შეთავაზება.
** დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა - შემოსული და გასული დოკუმენტების ადმინისტრირება ელექტრონული და ფიზიკური ფაილების მოწესრიგება.
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა დირექტორისა და გუნდისთვის - შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის მართვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: პროფესიული, ან უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ასისტენტის პოზიციაზე.
** კომპიუტერული უნარები: ოფისის პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ენები: ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** პიროვნული უნარები: მაღალი ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 10:00 სთ - 18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება " ოფის მენეჯერი"

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია