Робота для біженців з України
სტომატოლოგიური ტურიზმის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგიური ტურიზმის მენეჯერი
მომწოდებელი: TbilisiDental
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"TbilisiDental" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** სადიაგნოსტიკო ინფორმაციის (3D CBCT, პანორამა) მიღება და დიაგნოზის დასმა კლინიკის იმპლანტოლოგ-ორთოპედებთან ერთად (შესაძლებელია ადგილზე შესწავლა)
** სპეციალურ საერთაშორისო პროგრამაში დიაგნოსტიკური ინფორმაციის (მკურნალობა, კალკულაცია) ატვირთვა (ადგილზე შევასწავლით)
** ტურისტის: ჩამოსვლის, დაბინავების, მკურნალობის და გამგზავრების ორგანიზება
** გარკვეულ ცვლაში საწყის ეტაპზე კლინიკის ადმინისტრატორის ფუნქციის შეთავსება და Dentos-ში მუშაობა (ადგილზე შევასწავლით)

მახასიათებლები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების და სოც. ქსელების ცოდნა
** შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კომუნიკაბელური
** ენები: მინიმუმ ინგლისური და რუსული; იდეალურ შემთხვევაში ივრითის, ან არაბულის ცოდნა
** სასურველია მუშაობის გამოცდილება: სტომატოლოგად, ან სტომატოლოგის ასისტენტად (ქირურგია, ორთოპედიაში), რენტგენოლოგიაში, კლინიკის მენეჯერად

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი სრული: 10:00-17:00, დასვენების დღე კვირა.
** ადგილი: საბურთალო, ელგუჯა ამაშუკელის 22, ნუცუბიძე ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა
** ხელფასი: 1500-5000 ლარი (ხელფასის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებზე)

B კატეგორიის მართვის მოწმობის არსებობის შემთხვევაში, კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება ავტომობილით, რომელიც გადაეცემა დროებით სარგებლობაში.

თქვენი CV და მონაცემები გამოგზავნეთ: tbilisidental1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე