Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფავორიტი დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კომპანია "ფავორიტი დისტრიბუცია" ეძებს გუნდის ახალ წევრს მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აფრიკის რაიონი, ა. ენუქიძის #5
ანაზღაურება: 1400 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის მონიტორინგი/კონტროლი;
** სატრასპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება უშ. ხელმძღვანელისთვის/შესაბამისი სამსახურისთვის;
** შეკვეთების დანიშნულების ადგილამდე დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ, პროდუქციის ჩაბარება პასუხისმგებელი პირისთვის და შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით გაფორმება

აუცილებელი მოთხოვნები:

** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
** შესაბამისი მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, "პალიტრა L"-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@cologroup.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე