|
დასახელება:
შესყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა დენსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს ფილიალი - გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22
ვაკის ფილიალი: ვაკე, ყიფშიძის 2 "ბ"
დასაქმების ტიპი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი (კვირაში 20-25 საათი)
შრომითი ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პროგრამა FINA-ში მუშაობა;
** კლინიკის სამედიცინო მარაგების, (მედიკამენტების და სამედიცინო მასალების) შეკვეთა მიღება, აღრიცხვა, განთავსება;
** საწყობის ეფექტიანი მართვა და მარაგების გადანაწილება კლინიკის დეპარტამენტებში;
** საწყობის ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
** მედიკამენტების და მასალების გამოყენების აღრიცხვა და დანაკარგების პრევენცია;
** მარაგების დროული შევსება;
** მომწოდებლებთან შეკვეთებისა და მიწოდების პროცესის მართვა (დაგეგმვა, კოორდინაცია, დოკუმენტაცია);
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცესით ჩამოწერა;
** საწყობის ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** მარაგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების შექმნა და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** ექიმებთან და პერსონალთან საქმიანი და მეგობრული კომუნიკაციის ქონა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის/მარაგების მართვის მიმართულებით სამედიცინო სექტორში);
** Fina პროგრამის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო ადგილს მზარდი ანაზღაურებით;
** პროფესიულ განვითარებას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: ketoghvaladze@gmail.com
|
|
|
|