|
დასახელება:
სატვირთო ფურგონის/მანიპულატორიანი მანქანის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ქეი ენდ ბი ლოჯისტიკი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
ტვირთების გადამზიდავი კომპანია შპს "ქეი ენდ ბი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე. კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებს ქვეყნის შიდა გადაზიდვებს გეზი-დან (გაფორმების ეკონომიკური ზონა - საბაჟო) საწყობებამდე.
კომპანია ეძებს ორ ახალ თანამშრომელს შემდეგ პოზიციებზე:
1. სატვირთო ფურგონის მძღოლი;
სამუშაოს მისამართი: თბილისი, გეზი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი გამონაკლისად)
სამუშაო მანქანის აღწერილობა: სპრინტერი ფურგონი
ანაზღაურება: მინ. 1200 ლარი (ხელზე ასაღები), შესაძლებელია მეტის გამომუშავებაც
2. მანიპულატორიანი (ე.წ ჰაიაპის) მანქანის მძღოლი;
სამუშაოს მისამართი: თბილისი, გეზი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი გამონაკლისად)
სამუშაო მანქანის აღწერილობა: Man Comander ჰაიაპი
ანაზღაურება - მინ. 1500 ლარი (ხელზე ასაღები), შესაძლებელია მეტის გამომუშავებაც
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
** მართვის მოწმობა C კატეგორია;
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პრიორიტეტია მძღოლი ცხოვრობდეს გეზ-თან ახლოს (ლილოს დასახლება, ისან-სამგორის ტერიტორია, ვაზიანი, რუსთავი და ა.შ.).
კომპანია გთავაზობთ:
** მძღოლის საცხოვრებელი მისამართიდან გამომდინარე შესაძლებელია სამსახურის მანქანით სიარული (სახლი-სამსახური)
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი ყოველთვიურად
** ანაზღაურების გაცემა თვეში ორჯერ როგორც საბანკო ბარათით, ასევე ხელზე სურვილისამებრ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: kosta.melikidze@gmail.com ან ნომერზე - 599 262076 (კოტე)
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|