Робота для біженців з України
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი
** გრაფიკი: კვირაში 6 დღე (კვირაში 5 დღე 09:00-15:00 ან 15:00-21:00 და 1 დღე 09:00-21:00)
** სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 - ყოფილი მაუდის ქარხანა

სამუშაოს აღწერა:

** კერამიკის ღუმელში ჩალაგება და გადმოლაგება
** მზა პროდუქციის შეფუთვა და დასტიკერება
** ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები:

** ფიზიკური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა (https://forms.office.com/e/3UG5FwXF6K) ან გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - career@bluetabla.ge. გთხოვთ CV-ის გამოგზავნისას სათაურში მიუთითოთ "საწარმოს თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე