Робота для біженців з України
რადიოლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რადიოლოგი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ.
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით

მოვალეობები და კონკრეტული ფუნქციები:

** კლინიკის პაციენტებისთვის ექოსკოპიის ჩატარება;
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მონაცემების პროგრამული ასახვა კლინიკაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები (5000-8000 ლარის შუალედში)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "რადიოლოგი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ნოემბერი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე