Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679658&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს ჯგუფის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ჯგუფის დირექტორი
მომწოდებელი: GE DE Group
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"GE DE Group" წარმოადგენს გერმანულ ხარისხს საქართველოში, რომელიც აერთიანებს სამ გერმანულ შვილობილ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, ხარისხი და მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი.

Vantrans - 2005 წლიდან წარმატებით ოპერირებს გერმანიისა და ცენტრალური ევროპის ბაზარზე. ძირითადი მიმართულებები: პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვა და ტრანსპორტირება.

"გერმანული სავაჭრო ცენტრი" - 2017 წლიდან ახდენს ევროპული ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის იმპორტს საქართველოში. კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ თანამედროვე და კლასიკურ ავეჯს პირდაპირი შეკვეთით გერმანიიდან, როგორც B2B ასევე საცალო გაყიდვებისათვის.

"ვილკენს საქართველო" - 2024 წლიდან არის გერმანული საღებავების მწარმოებელი კომპანიის " Wilckens Farben"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ინოვაციურობას, ეკოლოგიურობასა და გერმანულ სტანდარტებს.

ჩვენი გუნდის მიზანია დავნერგოთ ინოვაციური სტრატეგიები ქართულ ბაზარზე და განვავითაროთ ძლიერი, პროფესიონალური გუნდი, რომელიც მუდმივად იზრუნებს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების ეფექტურობასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. https://gedegroup.ge/

ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ლიდერს, რომელიც დაეხმარება ჩვენს კომპანიას კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განვითარდეს და გააფართოვოს ბრენდის გავლენა.

"GE DE Group" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ბიზნეს მიმართულების საერთო გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და განხორციელება;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, ზრდის შესაძლებლობის განსაზღვრა და რისკების იდენტიფიცირება;
** სტრატეგიული პარტნიორობების შექმნა დეველოპერულ კომპანიებთან, საცალო ქსელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** ბიზნეს მიმართულებების გაყიდვების არხებისა და ფილიალების განვითარება;
** ბრენდის პოზიციონირებისა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** იმპორტის, ლოჯისტიკის, საწყობის და გაყიდვების ეფექტური და გამჭვირვალე მართვა;
** ოპერაციული პოლიტიკის განსაზღვრა და ჩამოყალიბება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
** ხარჯების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება;
** წლიური ბიუჯეტის, პროგნოზებისა და ფინანსური გეგმების შემუშავება/შესრულება;
** ძლიერი ფინანსური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
** დამფუძნებლისათვის პერიოდული ანგარიშგებები კომპანიის შედეგებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე;
** შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და თანამშრომელზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება;
** მენეჯერული გუნდის ფორმირება და მოტივირება სტრატეგიული გეგმების მისაღწევად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით.
** 10 წლიანი პროგრესული გამოცდილება ბიზნესის განვითარებაში, ოპერაციებში ან ზოგად მენეჯმენტში (სასურველია იმპორტის, ავეჯის ან სამშენებლო მასალების სექტორში).
** ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
** MS Office.
** მივლინებებისადმი მზაობა გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის შთაგონებისა და მოტივაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ზრდასა და შესრულების მაჩვენებლებთან.
** სამუშაო განრიგი: თავისუფალი გრაფიკი
** ოფისის მდებარეობა: მცხეთის გზატკეცილი, გერმანული სავაჭრო ცენტრი (თბილისი მოლიდან 3 კილომეტრში);
** ბენეფიტები: კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო, ჯანმრთელობის დაზღვევა.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: Careers@gedegroup.ge, 2025 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია