|
დასახელება:
ფრანგული ენის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
თანამედროვე განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფრანგული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ჩვენი მისამართია: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N4
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი
** უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი
სამუშაო გრაფიკი: 3 საგაკვეთილო საათი კვირაში.
** აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
კონკურსის ეტაპები:
** აპლიკანტმა ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ან რეზიუმე - ელექტრონულ ფოსტაზე: info@cea.ge
პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები;
მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.
დამატებითი ინფორმაცია:
ა) საგაკვეთილო პერიოდი აკადემიაში მოიცავს პირველ ცვლას, 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
ბ) კანდიდატის ანაზღაურება დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე, სტატუსსა და გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის ბოლო ეტაპზე.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|