|
დასახელება:
კრეატიული კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბაბალე
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
სოციალური საწარმო "ბაბალე" აცხადებს ვაკანსიას კრეატიული კონსულტანტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მომსახურების ხელშეკრულება
ბაბალეს შესახებ:
ბაბალე არის სოციალური საწარმო, რომელიც დაარსდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ.
ეს არის ადგილი, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სწავლობენ, ქმნიან და ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
ბაბალეს მისიაა ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც განსხვავებულობა აღიქმება ღირებულებად.
კრეატიული კონსულტანტი იქნება ბაბალეს მთავარი შემოქმედებითი ძალა. ადამიანი, რომელიც შეძლებს ბრენდის იდეისა და მისიის გადააზრებას, თარგმნას და გადატანას პროდუქტსა და დიზაინში.
კრეატიული კონსულტანტი გააერთიანებს ინკლუზიურ ხელოვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე დიზაინის ენაზე და შექმნის ბაბალეს ახალი ეტაპის ვიზუალურ იდენტობას.
რა მოგეთხოვება/მთავარი ამოცანები:
** ხედავ ღირებულებას ადამიანურ ისტორიებში და გჯერა შემოქმედების გარდამქმნელი ძალის;
** შეგიძლია თარგმნო ემოცია ფორმად, იდეა - დიზაინად;
** გიზიდავს ქართული კულტურისა და ტრადიციული ვიზუალური მემკვიდრეობის ახლებური ინტერპრეტაცია;
** ახალი პროდუქტის დიზაინების შექმნა ბაბალეს ახალგაზრდების ნახატების შთაგონებით;
** შეგიძლია თანაბრად ეფექტურად იმოქმედო როგორც შემოქმედებით, ისე სტრატეგიულ დონეზე.
გამოგვიგზავნე შენი პორტფოლიო და მოკლე სამოტივაციო წერილი: info@downsyndrome.ge
განაცხადების მიღება ღიაა, მანამ სანამ ვიპოვით ადამიანს, ვინც ჩვენს იდეას ახალ სიცოცხლეს შესძენს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|