Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

რესტორანი Bistro by Gastronome არის ადგილი, რომელიც იტალიური კულინარიის საუკეთესო ტრადიციებს
ასახავს: ავთენტურ ნეაპოლიტანურ პიცას, ტრუფელით გამდიდრებულ კერძებს, სრულყოფილად
მომზადებულ სტეიკებს, პასტის მრავალფეროვან არჩევანსა და ბურგერებს.

ვეძებთ მზარეულს, ვეძებთ მზარეულს, რომელიც უბრალო კერძს გამოცდილებად აქცევს.

თუ გიყვარს გემოებით ისტორიების მოყოლა და ენერგიულ გარემოში მუშაობა — ეს ადგილი შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა;
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი მომზადება;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** სამზარეულოში პროდუქტის მარაგების კონტროლი.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ:

სტაბილური ანაზღაურება: 1500 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (10:00-22:00-მდე);
ჯანმრთელობის დაზღვევა (დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ)
სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა ტრენინგებით
მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

რესტორნის ადგილმდებარეობა: პ. ქავთარაძის #1

გამოაგზავნეთ რეზიუმე 5 დეკემბრამდე: cv@gastronome.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე