Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

"სასტუმრო აფიშა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს საბუღალტრო ოპერაციებში ყოველდღიური მონაწილეობის მიღება (გატარებების შესრულება, ანგარიშების შემოწმება);
** ფინანსური დოკუმენტების (ინვოისები, აქტები, ხელშეკრულებები და ა.შ.) მომზადება და სისტემატიზაცია;
** საბანკო ოპერაციებისა და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** ხელფასებისა და სხვა გამოთვლების მომზადებაში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით.
** ფინანსური მონაცემების სისწორის უზრუნველყოფა და კონტროლი არსებული პოლიტიკის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებებში მონაწილეობის მიღება IFRS სტანდარტების ფარგლებში.

მოთხოვნები:

** ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასტუმრო ან მომსახურების სექტორში);
** საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
** Opera PMS სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო პორტალების ცოდნა (RS.ge,);
** ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** კორპორაციული ფასდაკლება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე