Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679421&print=yes&view=jobs
 
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბითუმო გაყიდვების მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.

"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიოს ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

მდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმის შესრულების კონტროლი და საჭირო ინიციატივების დაგეგმვა მიზნების მისაღწევად;
** საბითუმო გაყიდვების პორტფელში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრის დაორგანიზება და ადგილზე მუდმივი ვიზიტი და თანამშრომლობა სტრატეგიული ამოცანების შესრულების მიზნით;
** პოტენციური და არსებული პარტნიორებისთვის კომერციული შეთავაზებების, ფასების და მარკეტინგული აქტივობების მომზადება;
** პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების გაფორმება და არსებული ურთიერთობების შენარჩუნება/განვითარება მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაყიდვების სტრატეგიის დახვეწა;
** გაყიდვების შედეგების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** დავალიანებების მონიტორინგი და კონტროლი კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე ამოცანების შესრულება და ყველა თანმდევი დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში სასურველია B2B ან კორპორაციული მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nLIYtcM
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია