Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური "დიდუბიდან" უზრუნველყოფს კომპანია).
ფიქსირებული ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი, დამატებით: ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან. საშუალო თვიური შემოსავალი: 3000 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40-საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულების შენარჩუნება;
** კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარება;
** კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩართვა;
** კომერციული წინადადებების ფორმირება და ფასის მოლაპარაკება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტნიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
** ხელშეკრულების მომზადება და მათი გაფორმების სრული კოორდინაცია, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
** ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ანგარიშგება;
** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ეკონომიკის მიმართულებებს);
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
** ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
** პროექტების მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების კანონდმებლობით განსაზღვრულ ქვედა ზღვარზე გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
** Fitpass ბარათს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენს რეზიუმეს შევინახავთ არა უმეტეს 1 წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BtHlM3de
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე