Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679418&print=yes&view=jobs
 
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: განათლების გაძლიერების პროექტის
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო მიზანი: დაეხმაროს პროგრამის მენეჯერს და პროექტის კოორდინატორს გუნდის ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაში

სამუშაო ვალდებულებები:

** თვალყური ადევნოს და უზრუნველყოს პროექტის როგორც პერსონალური ფაილების ასევე იურიდიული დოკუმენტაციის შენახვა და არქივირება;
** ბეჭდვა და ვორდის პროგრამაში მუშაობა;
** წერილების მომზადება, მზა წერილების მოგროვება/შემოწმება;
** ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობების წარმოება- სკანირება, ასლების გადაღება, ტელეფონზე პასუხი და ა.შ
** ბენეფიციარებთან, სტუდენტებთან დაკავშირება და მათი დასწრების მონიტორინგი;
** სასწავლო ცხრილის შედგენა;
** დოკუმენტაციის თარგმნა ქართული/რუსული/ინგლისური;
** საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მოვალეობის შესრულება;
** კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
** უზრუნველყოს საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების დროული მოწოდება;
** უზრუნველყოს ყოველდღიურად საოფისე ნივთების ხელმისაწვდომობა;
** უზრუნველყოს სათანადო ავეჯის და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობა;
** უზრუნველყოს სატრენინგო ოთახების მონიტორინგი და მათი სისუფთავის კონტროლი;
** მონაწილეობის მიღება ღონისძიებების დაგეგმვაში და სატრენინგო/საღონისძიებო სივრცის მომზადება;
** შეასრულოს დირექტორის/მენეჯერის მიერ მოთხოვნილი სხვა გონივრული დავალებები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

საჭირო უნარები:

** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი;
** როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად მუშაობის უნარი

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი;
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელმისამართზე: ana.khosiashvili@cct.caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21.11.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:

http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია