Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679399&print=yes&view=jobs
 
ავტოკარის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე: georgias natural.

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი გურამიშვილის გამზირი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათამდე
დასვენება: კვირა დღე
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/iyD9Y

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია