|
დასახელება:
ზეინკალი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე სამი მიმართულებით:
** მექანიკური სამსახურის ზეინკალი
** ელ. ზეინკალი
** კიპი ავტომატიკის ზეინკალი
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 2000-2500 ლარი
მოვალეობები:
** ცვლის განმავლობაში საამქროს მოწყობილობების მიმდინარე შეკეთების უზრუნველყოფა;
** დინამიკური მოწყობილობების მუშაობის კონტროლი და მათი უზრუნველყოფა საპოხი და შესაზეთი მასალებით;
** ცვლის მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** მუშაობა ცვლის გრაფიკისა და შრომის შინაგანაწესის შესაბამისად
** ხელმძღვანელის მითითებებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციის შესრულება;
** საამქროს ხელმძღვანელობისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება;
** მის განკარგულებაში არსებული ხელსაწყოების, ინვენტარისა და ენერგორესურსების გამართული და მიზნობრივი გამოყენება;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო პროფესიული ან ტექნიკური განათლება მეტალმუშაკის, ზეინკლის ან მექანიკოსის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1-2 წლისა მსგავს პოზიციაზე (შესაკეთებელი მექანიზმების, საამქროს მოწყობილობების მომსახურება).
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|