Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679350&print=yes&view=jobs
 
ფლორისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლორისტი
მომწოდებელი: ყვავილების მაღაზია ამელი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"Amelie Flowers Shop" აცხადებს ვაკანსიას ფლორისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 68
ანაზღაურება: 1300 ლარი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / კვირაში 40 სთ

კომპანიის შესახებ

Amelie — უკვე 10 წელია წამყვან პოზიციას იკავებს ყვავილების, თაიგულებისა და დეკორაციების სფეროში. გუნდი ამკვიდრებს მოჭრილი ყვავილის მოვლის, შენახვის, რეალიზაციის ახალ სტანდარტებს ქვეყანაში, მუდმივად ზრდის პროდუქტისა და მომსახურების ხარისხს და ამიტომ, ონლაინ და ინსთორ გაყიდვების ყველაზე დიდ წილს ფლობს ქვეყანაში.

ამელიმ პირველმა შექმნა პროფესიული ფლორისტების სკოლა 2017 წელს და არაერთი კადრი გადაამზადა ფლორისტად. ყველა ჯერზე კადრების შევსება ამელის სკოლადამთავრებულების ბაზიდან ხდებოდა, თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გარე კადრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გუნდს შემოუერთდნენ.

ვაკანსიის აღწერა

ვეძებთ ფლორისტს მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც მოსწონს Amelie-ის ხელწერა და სურს გახდეს გუნდის ნაწილი.

მაღაზიაში მუდმივად იმყოფებიან მენეჯერები, ცვლის ფლორისტები, დამხმარე ფლორისტები, კურიერები, თუმცა შრომა და პასუხისმგებლობები გადანაწილებულია თანამშრომლებზე თანაბრად დაკავებული პოზიციის, კომპანიაში მუშაობის დროისა და განაკვეთის მიუხედავად.

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვა
** მიღებული ყვავილისა და სამეწარმეო მასალის დასაწყობება, მოვლა, შენახვა.
** ყოველდღიური შეკვეთების მიღება სხვადასხვა არხის საშუალებით
** ყოველდღიური შეკვეთების მომზადება
** ახალი თაიგულების შექმნის ინიციატივები, გადაღებებისთვის მომზადება
** კომპანიის ვებგვერდზე არსებული პროდუქტების ცოდნა
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა
** მაღაზიის ვიზუალური წესრიგისა და ესთეტიკის შენარჩუნება
** მარაგების კონტროლი
** მონაწილეობა ღონისძიებებისა ორგანიზება, გაფორმებისა და დეკორაციების შექმნაში
** მომხმარებლისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა

მოთხოვნები

** ფლორისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
** ქართული და სასურველია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

კანდიდატები შეირჩევიან გამოსაცდელი, ანაზღაურებადი 1 კვირიანი პერიოდის შემდეგ; შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები სისხარტე და კომპანიის სტილთან თანხვედრაა.

პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
** შესაძლებლობა გახდეთ კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და განვითარდეთ მასთან ერთად
** შესაძლებელია ამელის ფლორისტების სკოლის პროგრამაში ჩართვა
** შესაძლებლობა დამატებით ღონისძიებებში ჩართვის

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოსტაზე: ola@amelie.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 06 40 64
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია