"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.  
 
მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა. 
 
ძირითადი პირობები: 
 
** ლოკაცია: მიცკევიჩის ფილიალი  
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი-კვირა 11:00-19:00 
 
ვის ვეძებთ? 
 
"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ მაღაზიის კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ვაკანსია შენთვისაა! 
 
მოვალეობები: 
 
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა; 
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია; 
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე); 
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება; 
** აღწერებში მონაწილეობის მიღება. 
 
მოთხოვნები: 
 
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
** მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად. 
 
უნარ-ჩვევები: 
 
** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; 
 
გთავაზობთ: 
 
** სტაბილური ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან; 
** კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
** ჯანმრთელობის დაზღვევას; 
** ფიტპასს; 
** ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე; 
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
** გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.
			 |