|
დასახელება:
ონლაინ შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აითრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
"iTrade" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დისტანციური
კომპანიის შესახებ:
"iTrade.ge" წარმოადგენს სატენდერო B2B პლატფორმას, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს აერთიანებს და ხელს უწყობს ბიზნესებს შორის ყიდვა-გაყიდვის პროცესის ორგანიზებას.
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს საიტზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პოტენციური პრეტენდენტების მოძიებას, ბაზრის კვლევას და შესაბამის რეპორტინგს.
ძირითადი მოვალეობები:
** ტენდერების ჭრილში შესაბამისი მომწოდებლების მოძიება, მათი ინფორმირება და შესაბამის რეპორტში ასახვა
** მომწოდებლების ბაზების შედგენა და პერიოდულად განახლება
** ტენდერის გამომცხადებელი და ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** საიტის პოპულარიზაციის მიზნით კომპანიის მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში ან შესყიდვებში ჩაითვლება უპირატესად;
** გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** ქართულად გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია (რუსული ან ინგლისური სასურველია).
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე მოტივაციური წერილი ელექტრონული ფოსტით: info@itrade.ge
|
|
|
|