| 
				დასახელება: 
				ბუღალტერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ეისითი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				"ეისითი" ვაკანსიას აცხადებს ბუღალტრის პოზიციაზე. 
 
ლოკაცია: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი #4 
ფორმატი: ჰიბრიდული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30, 1 საათი შესვენება) 
 
შენი როლის არსი- ACT-ში ბუღალტერი არის ფინანსური სიზუსტისა და გამჭვირვალობის გარანტი. შენი მთავარი მისია იქნება ფინანსური ოპერაციების სწორად აღრიცხვა, ანგარიშგებების მომზადება და საგადასახადო ვალდებულებების დროული შესრულება. შენ უზრუნველყოფ იმ ფინანსურ საფუძველს, რომელზეც აგებულია ACT Global-ის სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული განვითარება. 
 
რას გააკეთებ: 
 
** ბუღალტრული და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება; 
** ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა — ხარჯები, მარაგები, შესყიდვები, საბანკო და სამეურნეო ოპერაციები; 
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შეთანხმება პარტნიორებთან; 
** ინვოისების მომზადება და გადაგზავნა; 
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება (ყოველთვიურად/წლიურად); 
** RS.GE პორტალზე მუშაობა — ელექტრონული ინვოისები და ზედნადებები; 
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და შედეგების ასახვა პროგრამაში; 
** აუდიტორთან თანამშრომლობა; 
** სხვა დავალებები უშუალო ხელმძღვანელისგან. 
 
რა ცოდნა გჭირდება: 
 
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით; 
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და IFRS სტანდარტების კარგი ცოდნა; 
** საბუღალტრო პროგრამა "ინფო ბუღალტერი"-ს ცოდნა; 
** Microsoft Office-ში გამართული უნარები; 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინ. B2 დონეზე. 
 
რა გამოცდილება და უნარები დაგეხმარება წარმატებაში: 
 
** გამოცდილება: მინ. 5-7 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ ან ფინანსურ როლში (სასურველია საერთაშორისო, ან საკონსულტაციო გარემოში); 
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; 
** მაღალი პასუხისმგებლობა და თვით ორგანიზებულობა; 
** გუნდური თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გარემოში. 
 
ჩვენ შესახებ 
 
ACT — კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებს და ორგანიზაციებს აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში და ვეხმარებით კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნების განხორციელებაში. 
 
გაიგე მეტი: www.act-global.com 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |