Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=679285&print=yes&view=jobs
 
სპა ცენტრის მიმღები - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა ცენტრის მიმღები
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის მიმღების თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: სპა ცენტრის ზედამხედველი

დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში
** სპის პროცედურებზე ჯავშნების მიღება და მონიტორინგი
** სატელეფონო ზარების კონტროლი
** თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება
** ყოველდღიური/თვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი
** შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო
** მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია სტუმარს
** გაითვალისწინოს ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და პროცედურა ჩაატაროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2025 წლის 3 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია