Робота для біженців з України
დასუფთავების თანამშრომელი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი

დამატებითი ბენეფიტები:

** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება ირიცხება მხოლოდ საბანკო ბარათზე
** სასტუმრო თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით და ჯანმრთელობის დაზღვევით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ნომრების და საერთო სივრცეების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების და საბნებისა წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შეტყობინება სტანდარტების შესაბამისად
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმრისთვის დახმარების გაწევა
** სასტუმროს საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 385 055 2024 წლის 3 დეკემბრამდე.

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე