Робота для біженців з України
ბარის მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის მენეჯერი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ბარის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: კვების და სასმელების მენეჯერი

დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებელი ადგილით გუდაურში

პოზიციის აღწერილობა: პასუხისმგებელია ბარის გამართულად ფუნქციონირებაზე, ბარის გუნდის ტრენინგებზე და მართვაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

** ბარის მუშაობის სტანდარტის დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** პერსონალის რაოდენობის და საჭიროების განსაზღვრა;
** არსებული პერსონალის ტრენინგები, განვითარება და მართვა;
** პერსონალისათვის ხარისხისა მომსახურების სტანდარტის დადგენა და მონიტორინგი;
** ბარის სივრცეების ჰიგიენის მონიტორინგი;
** ხარჯების კონტროლი;
** პროდუქტების და სერვისის გაუმჯობესება;
** მუშაობის განრიგის შედგენა და კონტროლი;
** პროდუქციის აღწერების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ალკოჰოლური სასმელების (კოქტეილების) ცოდნა
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემის გადაჭრის, მსჯელობის, მოტივაციის, ორგანიზაციული და სასწავლო უნარები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2025 წლის 3 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე