| 
				დასახელება: 
				საღამოს ცვლის კურიერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							იზივეი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს საღამოს ცვლის კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით, ან კომბოს ტიპის ავტომობილით თბილისში. 
 
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი, ან კომბოს ტიპის ავტომობილი! 
 
ძირითადი მოვალეობა:  
 
** ამანათების, გზავნილების ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად. 
 
პირობები: 
 
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 19:00 საათიდან 23:30 საათამდე 
შაბათ-კვირა დასვენება 
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ, 64 
 
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები: 
 
** საკუთარი მიკროავტობუსი ან კომბოს ტიპის ავტომობილი; 
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი; 
** მართვის მოწმობა B კატეგორია; 
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; 
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). 
 
ჩვენი უპირატესობები: 
 
** გამართული სამუშაო პროცესი; 
** მეგობრული სამუშაო გარემო. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
 
** სიახლის ათვისების უნარი; 
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი; 
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
** გუნდურად მუშაობის უნარი. 
 
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: 
პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,  
მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა:https://easyway.bo.ge/recruit/form/de204cb5bf3ad0eefe030c66efa07cdf
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |