Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: არქიტექტურული კომპანია მიდამო
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება არქიტექტურის განხრით
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, ArchiCad

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით
** პროექტის მომზადების ფარგლებში ურთიერთობა ყველა მომიჯნავე სპეციალისტთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვა.)
** სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება
** გუნდურობა ხელმძღვანელის დავალებების მიღება და სწრაფად შესრულება
** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების/კვანძების შემუშავება
** მასალათა უწყისის მომზადება
** პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა

შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მუშა დოკუმენტის შესრულებაში გამოცდილება და ფლობს ინგლისურ ენას.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 30 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: info@midamoarchitecure.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე