Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: აბასთუმანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სექტორი: სამშენებლო

ძირითადი ვალდებულებები:

** სამშენებლო პროცესის სრული კოორდინაცია ობიექტზე;
** ⁠სამუშაოების შესრულების ხარისხისა და გრაფიკის კონტროლი;
** ⁠ობიექტზე მომუშავე ბრიგადების მართვა და დავალებების განაწილება;
** ⁠სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის მოთხოვნა და ხარჯვის კონტროლი;
** ⁠უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;

ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან შესრულებულ სამუშაოებზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით (სასურველია);
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში "პრარაბის" ან ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე;
** სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალების და სამუშაო პროცესების ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო პირობებსა და მხარდაჭერას პროფესიონალი გუნდისგან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Juli.ch@adksolutions.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე