Робота для біженців з України
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სამშენებლო/სარემონტო კომპანია "დეკოლაინი", რომელიც ფუნქციონირებს 2016 წლიდან ეძებს აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის თანამდებობაზე.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
** წელიწადში 6 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

სრული გრაფიკი: 09:30 საათიდან 18:30 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. მაჭავარიანის 7.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (მიენიჭება უპირატესობა)
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა და გამოცდილება დოკუმენტაციის მომზადების.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
** საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა და წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
** საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიაში შესაბამისი ცვლილებების ორგანიზება;
** დამკვეთებსა და შემსრულებლებთან კომუნიკაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგება;
** შრომის კანონმდებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან კომპანიის შესაბამისობის განხორციელება;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: cv@decoline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე