| 
				დასახელება: 
				ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							Pickup
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge" აცხადებს ვაკანსიას  (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.  
 
სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში 
 
Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენ მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ მარტივად მოიშორონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მობილური აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. სრულიად უკონტაქტოდ! 
 
ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება.  
იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე, სტაბილური დამატებითი შემოსავალი ნებისმიერი მსურველისთვის.  
 
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი!  
არ გჭირდება მართვის მოწმობა!  
არ გჭირდება ენების ცოდნა!  
არ გჭირდება სკუტერი ან ავტომანქანა!  
 
მდებარეობა N1: თბილისი, საქართველო. მდებარეობა N2: ბათუმი, საქართველო.  
 
რა გჭირდება? 
 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი; 
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები; 
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; 
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა. 
 
სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და მუნიციპალურ ბუნკერში მოთავსება. 
 
სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი). 
 
გრაფიკი: დილა ან საღამო (2 სააიანი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მოგვიანებით) 
ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე. 
სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია. 
 
თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com 
 
ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა (ჩაწერეთ ბათუმი ან თბილისი). ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი. 
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |