| 
				დასახელება: 
				გაყიდვების კონსულტანტი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							XS სათამაშოები
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში - სითი მოლი, ვაჟა-ფშაველა. 
 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 8 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი ბათუმში და 2 უკვე ევროპაში, კერძოდ, სლოვენიაში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. 
 
გრაფიკი: 6-საათიანი გრაფიკი, კვირაში 5 დღე. 
 
ჩვენთან გელოდებათ: 
 
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
** კომფორტული სამუშაო გარემო; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. 
 
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; 
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; 
** სალარო აპარატთან მუშაობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
 
** სასურველია სამუშაო გამოცდილება; 
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
 
** კომუნიკაბელურობა; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** პუნქტუალურობა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი თბილისში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. 
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |