|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი - AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.aacc.ge
AACC პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგისთის" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
ფუქნციები-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების (მომსახურების, შესყიდვების, მიწოდების, ფრენშაიზინგის, დაზღვევის, ტრანსპორტირების, მარკეტინგის და ა.შ.) პროექტების მომზადება/ექსპერტიზა/გაფორმება;
** პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება და რისკების ანალიზი;
** უძრავი და მოძრავი ქონების ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
** დავალიანებების ამოღების პროცესის უზრუნველყოფა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება;
** კომპანიის სახელით ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლო წარმოებაში კომპანიის წარმომადგენლობა;
რას გთავაზობთ?
** მრავალფეროვან პრაქტიკას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების რეალურ ინსტრუმენტებს;
** კომფრტულ და სასიამოვნო სამუშაო სივრცეს/გარემოს;
** კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
** სამუშაო ადგილი: პარტნიორი კომპანიის სათავო ოფისი (ქსნის ქუჩა #36, ღრმაღელის მეტროს მოპირდაპირედ).
** ანაზღაურება: 1700-2000 NET (კვალიფიკაციის შესაბამისად);
მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|