Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარექს იმპორტ
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ლოგისტიკური კომპანია "ქარექს იმპორტი", 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება,
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება,
** Info ფოსტის მიღება-გაგზავნა, დელეგირება,
** სოც. მედიის მონიტორინგი, გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში
** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო და საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა).
** Meeting room-ში შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა,
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ყურადღების მიქცევა,
** დირექტორის მიერ მიცემული სხვა საოფისე დავალებების შესრულება.

Carex Import | Facebook: https://shorturl.at/3l4sC
Carex Import | Instagram: https://shorturl.at/yXzGk
Carex Import | TikTok: https://shorturl.at/mXmWX

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული.

ბენეფიტები:

** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: sales@crx.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე