|
დასახელება:
ობიექტების მომსახურების 1 კატეგორიის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს, კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, პროექტების შემუშავებისა და შეთანხმების განყოფილების ობიექტების მომსახურების 1 კატეგორიის ინჟინრის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ენერგეტიკა/ინჟინერია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლის;
** სახელმწიფო კანონები, სემეკ-ის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებები, ლოკალური ნორმატიული აქტები, ორგანიზაციულ-განკარგულებითი დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ განყოფილების საქმიანობის სფეროს;
** საზოგადოების ბრძანებები ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომის შინაგანაწესი, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სს "თელასში" შემოსული მიერთებასთან დაკავშირებული 0, 4/6/10/35კვ განაცხადების განხილვა. მიღებულ განაცხადებზე დოკუმენტების გადამოწმება ხარვეზის დადგენის მიზნით;
** განაცხადებზე დადგენილ ხარვეზზე წერილების მომზადება და გაგზავნა;
** 0, 4/6/10/35კვ განაცხადების მოკვლევა ობიექტზე გასვლით. მოკვლევის ოქმის შედგენა;
** მოკვლევის ოქმის წარდგენა ტექნიკური პირობების მოსამზადებლად მასალების განხილვის მუდმივმოქმედი კომისიის/ მუშა ჯგუფის სხდომაზე;
** კვების წყაროს (სატრანსფორმატორო ქვესადგური) მესამე პირის საკუთრებაში მდებარეობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს წერილობით შეთანხმებას მის ტერიტორიაზე ხაზის გატარებაზე;
** განყოფილებაში შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება ქსელზე მიერთების საკითხებთან დაკავშირებით;
** ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.
ენების ცოდნა:
** ქართული - თავისუფლად ფლობის დონე;
** რუსული - საშუალოდ ფლობის დონე;
** ინგლისური - საბაზო ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|