|
დასახელება:
დისტრიბუტორი/პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორი/პრისეილერის პოზიციაზე.
სამუშაო მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა;
** დისტრიბუციის სამარშრუტო განრიგისა და ტერიტორიული სქემების შემუშავება, არსებული სადისტრიბუციო ქსელის ოპტიმიზაცია;
** მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
** თვიური/ წლიური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულება.
** არსებულ კორპორაციულ მომხმარებლებთან უწყვეტ ჭრილში კომუნიკაცია, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია; რაც ასევე გულისხმობს მაღალი ხარისხით მომსახურებას, ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** კონკურენტების ბაზრის პერიოდული ანალიზი; მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
** დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა;
** მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
** მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა;
** სააღრიცხვო პროგრამა Fina-ში მონაცემების შეყვანა, დამუშავება; რეალიზებული პროდუქციის გატარება.
** უშუალო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ფორმირებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობის B კატეგორია;
** ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის საბაზისო ცოდნა (საძიებო სისტემაში მუშაობის მიზნით).
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: Marikoama.jmukhadze@gmail.com სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|