|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეკორენტი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სამშენებლო ტექნიკის გაქირავების კომპანია "ეკორენტი" (http://www.ecorent.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხართ გამბედავი, თამამი, ამბიციური, მაგრამ ამავდროულად შეგიძლიათ კლიენტის მოსმენა, მისი საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
პირობები:
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე (ანაზღაურებადი)
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
** ანაზღაურება: შემოთავაზებული იქნება გასაუბრების დროს
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. (საბურთალო)
მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის განვითარება (მთავარი მოვალეობა);
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებზე ზრუნვა და მათთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მასთან დაკავშირებული დარგის ხარისხი;
** მონაცემთა ანალიზი და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** Microsoft Office-ის კარგ სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მართვის მოწმობა სავალდებულოა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@ecorent.ge. დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|