|
დასახელება:
1C ERP პროგრამის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე
აღწერა:
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა.
** შრომის ანაზღაურება: 3 500 ლარი.
სამსახურეობრივი მოვალეობები:
** პროგრამის საოპერაციო ნაწილის აწყობა, კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცესების მიხედვით;
** არსებული მოდულების მოდერნიზაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად;
** პროგრამის ფუნქციონალური რესურსის სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაგერენირებული ელექტრონული დოკუმენტების პერმანენტული კონტროლი დადგენილ წესების თანახმად;
** პროგრამაში გაწერილი პროცესების დადგენილი პერიოდულობით აუდიტი;
** 1C ERP მართვად ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამაში მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ფორმით რეპორტების აწყობა;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე, პროგრამის ტესტირება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** პროგრამის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ვებ სერვისების შემუშავება და პროგრამულ მოდულებთან ინტეგრაცია;
** აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 1C ERP-ის პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
** 1C ERP-ის ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არსებული პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ. შინაარსში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ: 1C ERP პროგრამის ადმინისტრატორი.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|