|  
		
			| დასახელება: 
				ეჯაილ ქოუჩი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ბაზისბანკი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე ქ. თბილისში. 
 მოვალეობები:
 
 ** Agile გუნდის შეხვედრების ფასილიტაცია;
 ** Agile გუნდის ეფექტურობის მეტრიკების შემუშავებასა და მართვაში ჩართულობა;
 ** Agile ცერემონიებში გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა;
 ** გუნდის წევრების დახმარება სამუშაო პროცესში არსებული დაბრკოლებების მოსაგვარებლად;
 ** ეჯაილ მიდგომების და ტექნიკების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
 ** გუნდის წევრების და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლების ტრეინინგი, ქოუჩინგი და მენტორობა ეჯაილ მიდგომების იმპლემენტაციის პროცესში;
 ** პროდუქტის განვითარების, გუნდების მუშაობის, დამოკიდებულებების მართვის და სხვა ეჯაილ პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
 ** გუნდისთვის საჭირო რესურსების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა.
 
 მოთხოვნები:
 
 ** აუცილებელია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა: Scrum და Kanban;
 ** სამუშაოს დაგეგმვისა და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Miro);
 ** ეჯაილ ქოუჩის/სქრამ მასტერის პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
 ** ორგანიზაციის, გუნდისა და ინდივიდების დონეზე ქოუჩინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
 უნარები:
 
 ** კომპლექსური აზროვნების უნარი;
 ** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი;
 ** პრობლემების ანალიზის უნარი;
 ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
 ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 ** გუნდური მუშაობის უნარი.
 
 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |