|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
ქუდოს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
|
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
"Kudos Georgia" წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 50-ზე ქვეყანაში.
ჩვენი კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორული ფირმების რეესტრში და მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 3 კანდიდატის შერჩევა
სტაჟირების პროგრამა მოიცავს 5 თვეს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2025 წლის 12 ნოემბრამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|