|  
		
			| დასახელება: 
				ადმინისტრატორი/გაყიდვების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							Sydney Royal Clinic |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "Sydney Royal Clinic" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის / გაყიდვების პოზიციაზე. 
 ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სურს განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში.
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** პაციენტების მიღება და მომსახურება კლინიკის სტანდარტების შესაბამისად;
 ** კონსულტაციისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
 ** გაყიდვების პროცესის მართვა და პაციენტების ჩაწერა;
 ** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების კოორდინაცია;
 ** ექიმებთან და გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ან გაყიდვების მიმართულებით (სამედიცინო/სილამაზის სფერო ჩაითვლება უპირატესობად);
 ** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
 ** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
 ** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და კეთილმომსახურების უნარი;
 ** სასიამოვნო გარეგნობა და პროფესიული ეთიკა.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს;
 ** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
 ** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
 ** სამუშაო გრაფიკი 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
 ** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: maiko.kirtadze@sydneyroyalclinic.ge
 |  |  |  |